Rompetrol

Fill&Go ბარათი

PIN კოდიანი ბარათი, რომელიც აღჭურვილია მიკროჩიპით საშუალებას აძლევს მომხმარებელს იყიდოს საწვავი რომპეტროლის ავტოგასამართ სადგურებზე კრედიტით/წინასწარი გადახდის მეთოდით და მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება წინასწარ.

ის შეიცავს ინფორმაციას მფლობელი კომპანიის და ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის შესახებ.  FILL&GO ბარათით მომხმარებელი სარგებლობს ფასდაკლებით  თითოეული ლიტრ საწვავზე. მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს საწვავი მისთვის ხელსაყრელი გადახდით მეთოდით.
 

უპირატესობა მომხმარებლისთვის:

  • ინფორმაცია ავტომობილის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მიწოდებული საწვავის სახეობისა და რაოდენობის, ხარჯების, განვლილი კილომეტრაჟის, ტრანზაქციის განხორციელების თარიღისა და დროის, და ასევე, იმ სადგურის ადგილმდებარეობის შესახებ სადაც მოხდა ჩასხმა.
  • ყოველი განხორციელებული ტრანზაქცია აღირიცხება რეალურ დროში, ონლაინ რეჟიმში. მონაცემი გადაეცემა ცენტრალურ სერვერს საიდანაც გადამუშავებული ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს ანგარიშებისა და ანალიზის სახით.
  • არ მოითხოვს დამატებით საოპერაციო ხარჯებს.

 

სარგებელი:

  • ავტოპარკის ეფექტური მართვა ანგარიშგების საშუალებით, რომელიც ხორციელდება აპლიკაციის მეშვეობით: http://manager.fillandgo.ge/  (საწვავის კონტროლის აპლიკაცია).
  • არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილება - ბარათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მასზე დარეგისტრირებულ კომპანიის  კონკრეტულ ავტომობილს.
  • ავტოპარკის მარტივი კონტროლი - ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია ცალკეული ავტომობილისა თუ მთლიანი ავტოპარკის შესახებ მენეჯერს აძლევს საშუალებას გამორიცხოს თაღლითობის ნებისმიერი მცდელობა.
  • ეფექტური მართვა და ანგარიშსწორების მოქნილი სისტემა.
შემოთავაზების მოთხოვნის ფორმა

მარტივი რგოლი

FILL&GO-ს მარტივი რგოლის მომსახურება წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ზრდის ავტოგასამართ სადგურებზე განხორციელებული ტრანზაქციების უსაფრთხოებისა და სიჩქარის დონეს.

ეს არის საკონტროლო მოწყობილობა, რომელიც უერთდება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას და უზრუნველყოს მის საწვავით მომარაგებას. გამარტივებული მოწყობილობა მაგრდება თქვენი ავტომობილის საწვავის ავზის კიდეზე. საწვავის ჩასხმის მექანიზმი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მონაცემების იდენტიფიცირებას საწვავის გამშვები მოწყობილობის  ავზში მოთავსებამდე, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად გასცემს ან არ გასცემს ნებართვას ტრანზაქციის განხორციელებაზე. მარტივი რგოლის მოწყობილობა არ საჭიროებს საბორტო კომპიუტერთან დაერთებას.


უპირატესობა მომხმარებლისთვის:

  • ანგარიშსწორება არ მოითხოვს ნაღდი ფულის ან ქვითრების გამოყენებას.
  • დამონტაჟების სიჩქარე – მარტივი რგოლი ადვილად უერთდება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, პირდაპირ საწვავის ავზის პირზე, 15 წუთში.
  • მარტივი ოპერირება – ახდენს ავტომობილის იდენტიფიცირებას პირდაპირ ავტოგასამართი სადგურზე - საწვავის ჩამსხმელ კუნძულზე საწვავის ჩასხმამდე, და არ საჭიროებს ბარათის ან PIN კოდის გამოყენებას.
  • კონტროლი – მომხმარებელი მუდმივად ფლობს ინფორმაციას საწვავის ჩასხმის დონეზე, ადგილზე და დროზე, რომელზეც მას წვდომა აქვს ონლაინ რეჟიმში.
  • უსაფრთხოება – მარტივი რგოლი იძლევა ნებართვას მხოლოდ კონკრეტული ავტომობილის გამართვაზე კონკრეტული ტიპის საწვავით.
  • ინტეგრირებული ონლაინ აპლიკაცია ავტოპარკის ადმინისტრირებისთვის.
  • ანგარიშგება (რეპორტები) ტრანზაქციებისა და საწვავის მოხმარების შესახებ ავტოპარკის თითოეულ ავტომობილზე –ონლაინ რეჟიმში მიღებული დეტალური ანგარიშები მოხმარებულ საწვავზე, გავლილ კილომეტრაჟზე, ლიმიტებზე და სხვა შესაბამის მონაცემებზე.


სარგებელი:

  • ავტოპარკის მართვის გაზრდილი ეფექტურობა.
  • 100%–ანი უსაფრთხოება ავტოპარკის საწვავით შევსებისას.
  • ხარჯების შემცირება დეტალური ანალიზისა და საწვავის მოხმარების მართვის გზით.
  • პირადი ავტომობილების საწვავით შევსების გამო გამოწვეული თაღლითობის აღმოფხვრა (საწვავის ოდენობის გადაცდომა).
  • დროის დაზოგვა ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილის იდენტიფიცირების მეშვეობით.
შემოთავაზების მოთხოვნის ფორმა

აღმოაჩინეთ