Rompetrol


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
 

ბოლო წლებში ჩვენი კომპანიის განვითარება ცხადყოფს, თუ რა ძალისხმევას მივმართეთ იმისათვის, რომ გავმხდარიყავით ყველაზე სტაბილური და მდგრადი კომპანია გაზისა და ნავთობის სექტორის მოთამაშეებს შორის შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ გამიზნული გვაქვს მომავლის გარდაქმნა უწყვეტი ინოვაციების და მდგრადი გადაწყვეტილებების განხორციელებით.

გარდა იმისა, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა, ჩვენი ნარჩენების და ემისიების შემცირება, ჩვენ ასევე დავიკავეთ მოწინავე რეგიონალური საწვავის მწარმოებლის პოზიცია, რომელიც აკმაყოფილებს Euro 5–ის საწვავის ემისიების სტანდარტებს. ჩვენი სტაჟირების და კარიერული ზრდის პროგრამები იძლევიან უკეთეს შესაძლებლობებს ხალხისთვის. შესაბამისად, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ჩვენი საქმიანობის ტექნიკურ ასპექტებში ინვესტირებით, არამედ ვაბანდებთ ინვესტიციებს ჩვენი კომპანიის მოქმედების არეალში მცხოვრებ მოსახლეობაში და თემებში.

ჩვენ ვათავსებთ სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის და ოპერაციების ცენტრალურ ნაწილში და გვჯერა, რომ მდგრადი ზრდა არის წარმატების საწინდარი.

ჩვენი მოსარგებლეები არიან როგორც ხელისუფლება (რომელიც არის მარეგულირებელი ორგანო და მოსარგებლე), ჩვენი თანამშრომლები, მომხმარებლები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, და ასევე მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლები.

მოსარგებლეთა კატეგორია აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ან, ჩვენი აზრით, დიდი ალბათობით დაკავშირებულები იქნებიან ჩვენი პროქტების, ოპერაციების და სხვა ინტერესების მართვაზე ჩვენს გადაწყვეტილებებთან.

ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა მოსარგებლის მოლოდინების შესწავლა მუდმივი დიალოგის წარმართვის გზით, რაც განაპირობებს მათი საჭიროებების მონიტორინგს და გაცნობიერებას იმისათვის, რომ მოხდეს მათი გათვალისწინება და დანერგვა ჩვენი მატერიალური საკითხების სტრატეგიაში და მართვაში.

ჩვენი დიდი სურვილია მოვიზიდოთ მოსარგებლეები პროაქტიულად სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, გავცეთ პასუხი არსებულ კითხვებზე და მოსაზრებებზე დროულად და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე

ჩვენ გვსურს გავაუმჯობესოთ სითბური გაზების (GHG) ემისიების მართვა, ჩვენ ვაქცევთ დიდ ყურადღებას ხარისხისჯანდაცვისუსაფრთხოებისგარემოს სფეროში საუკეთესო პრაქტიკების მონიტორინგს და აქტიურად ვმუშაობთ საუკეთესო ხარისხის საწვავის მიღების მიმართულებით.

თითოეული ნავთობპროდუქტის კომპონენტი, რომელიც შედის ჩვენი ბენზინისა და დიზელის საწვავის შემადგენლობაში მიღებულია და შემოწმებულია ჩვენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გადამამუშავებელ ქარხნებში და ლაბორატორიაში, რაც გვეხმარება Euro 5-ის სტანდარტებთან შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საწვავის მიღებაში.  efix არის საწვავის დანამატების აკურატულად შერჩეული კომბინაცია, რომელიც ამცირებს მავნე ნივთერებების ემისიებს და ჩვენს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას. ამ მხრივ, რომპეტროლის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული ყველა საწვავი ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვის სისტემების შესაბამისად იქნა სერტიფიცირებული 2015 წელს.

ჩვენ ვიღებთ მონაწილებას გამწვანების პროგრამებში - ბოლო პერიოდში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამში, რომელიც განადგურდა საქართველოში 2008 და 2015 წელს გაჩენილი ხანძრების შედეგად. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვერგო 600 ხე, და ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მიერ შეტანილი წვლილით ევროპაში ერთერთ უმსხვილესი ეროვნული პარკის აღდგენაში, რომელსაც აქვს მაღალი კატეგორიის ეკოლოგიური მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალურ კეთილდღეობას

ჩვენი საქმიანობის წარმატება და პოტენციალი ეყრდნობა იმ საზოგადოების კეთილდღეობის მხარდაჭერას, რომელშიც ჩვენ ოპერირე. ჩვენ ვცდილობთ ხარისხი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას.

აღნიშნულ მიზანს ვაღწევთ მრავალფუნქციონალური ხარისხის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და გარემოს მართვის სისტემის შემუშავებით, დანერგვით და გამოყენებით, და ასევე ჩვენს საქმიანობაში ჩართული ყველა პირის, კერძოდ  ჩვენი კომპანიის თანამშრომლების და ჩვენი პარტნიორების, მათი ოჯახის წევრების, ჩვენი კლიენტების და მომწოდებლების, და ჩვენს მოქმედების არეალში მდებარე თემების და ჩვენი სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის წახალისების და დაცვის მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით.

ჩვენი თანამშრომლების და კონტრაქტორების უსაფრთხოება შედის ჩვენი კომპანიის მაღალი ინტერესის და პასუხისმგებლობის სფეროში, და წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიის და საქმიანობის წარმართვის გზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ დავნერგეთ უსაფრთხოების სტანდარტები და პროცედურები ყველა სფეროში, და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ პირველ რიგში ვაგრძელებთ უსაფრთხოების კულტურის განვითარებას და დანერგვას.

ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სისხლის დონაციის პროგრამებში, ფინანსურად და არაფინანსურად ვეხმარებით ბავშვთა სახლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, და საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს სხვადასხვა ტიპის პროგრამების განხორციელებით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების სტილს

კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და წარმოდგენილია როგორც ავტოსპორტის წარმომადგენლის, კერძოდ კი ავტომრბოლელ გიორგი კოდუას მხარდამჭერად და სპონსორად. გიორგი, როგორც წარმატებული ქართველი "დრიფტერი", აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში და ის არაერთი საპრიზო ადგილის მფლობელია. ის "დრიფტის მეფის" ტიტულსაც ატარებს 2022 წელს დრიფტის ყველაზე მასშტაბური რეგიონული შეჯიბრის, Red Bull Car Park Drift Georgia-ზე პირველი ადგილის მოპოვებით. 

ამ გზით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტოსპორტის პოპულარიცაზიას და ვთვლით, რომ ახალგაზრდა თაობების და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება უმნიშვნელოვანესია უკეთესი და უფრო ჯანსაღი მომავლისთვის.

აღმოაჩინეთ