Rompetrol

ჩვენი საქმიანობის წარმატება და ეფექტურობა განპირობებულია პირველ რიგში და უმეტეს წილად ჩვენი თანამშრომლებით, რომლებიც ახორციელებენ თითოეულ ოპერაციას დინამიურად, ეფექტურად, შემოქმედებითი და კომპეტენტური მიდგომით.

ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა იმ მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ხელშეწყობაში, და ასევე ვუზრუნველყოფთ ჩვენი კომპანიის საქმიანობაში ჩართული თითოეული ადამიანის (ჩვენი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მომხმარებლების და ჩვენი მომწოდებლების, ჩვენი საქმიანობის არეალის ირგვლივ მცხოვრები თემების და ჩვენს სამუშაო გარემოში მონაწილე სხვა მხარეების) კეთილდღეობას.

კომპანია “KMG International” ხელს უწყობს და მომავალშიც გააგრძელებს ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტების წახალისებას მის საქმიანობაში ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვის სისტემის შემუშავების, დანერგვის და გამოყენების გზით შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით პოზიტიური საორგანიზაციო კულტურის წახალისება;
  • ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და პროცესებზე ჩვენი კომპანიის თანამშრომლების და პარტნიორების ცნობიერების ამაღლება, ამ მიზნების განვითარებაში მათი აქტიურად მოზიდვის და დაინტერესების გზით;
  • ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვაზე ჩვენი ხედვის, სტრატეგიის და პოლიტიკის დანერგვა ჩვენი ჯგუფის მენეჯერების და ლიდერების დახმარებით;
  • ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვისთვის დადგენილ საერთო სტანდარტებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა ჯგუფის საწარმოებში;
  • ჩვენი თანამშრომლებისთვის და პარტნიორებისთვის ინფორმაციის და რესურსების მიწოდება ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმული მიზნების მიღწევის მიზნით;
  • ჩვენი პროცესებისა და აქტივობების მონიტორინგი ინსპექციების და აუდიტორული შემოწმებების გზით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობის და უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
  • რისკების და საშიშროებების იდენტიფიცირების და შეფასების მეთოდების განსაზღვრა ხარისხის, პროფესიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მართვაზე მათი ზემოქმედების მინიმიზაციის ან აღმოფხვრის მიზნით;
  • ბუნებრივი რესურსების კონსერვირებისთვის საორგანიზაციო სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ენერგიის დაზოგვის და ნარჩენების და ემისიების მინიმიზაციის გზით;

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ცოდნის გამოყენებას ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლების, მოსარგებლეების ინტერესების და საჭიროებების იდენტიფიცირების და დაკმაყოფილების, და ასევე ჩვენი მოსარგებლეების ნდობის შენარჩუნების და გაძლიერების მიზნით.

აღმოაჩინეთ