Rompetrol

რომპეტროლიწარმოადგენს ჯგუფქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზ (KazMunayGaz) მფლობელობაშია.

KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და იგი 2 კონტინენტსა და 11 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.

ბრენდირომპეტროლი“- მთავარი საქმიანობა ნავთობის გადამუშავება და ნავთობქიმიური პროდუქტების წარმოებაა, რომელიც დისტრიბუციას რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში ახორციელებს. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე აღწევს.

კომპანია ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასპეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს უმსხვილეს თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლორომპეტროლიერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში.

ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანავეგა“, რომელსაც 117 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფსპეტრომიდიასმიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.

შვეიცარიაში მდებარე ტრეიდინგული კომპანია KMG Trading AG-ის მეშვეობით ჯგუფი ნავთობპროდუქტების მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ახორციელებს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

ამრიგად, რომპეტროლი ამოუწურავი ენერგიის წყაროა, რომელიც ნედლი ნავთობის მოპოვებითა და წარმოებით იწყება და ნავთობპროდუქტების გადამუშავებითა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტებად ტრანსფორმაციით გრძელდება, იმ პროდუქტებისა, რომლებიც ჩვენს თანამედროვე დიზაინის სადგურებში იყიდება.

KMG International ჯგუფის დაფუძნებული კომპანიარომპეტროლ საქართველოდისტრიბუციას 67 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. იგი ადგილობრივ ბაზარზე ცნობილია როგორც უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავის მომწოდებელი კომპანია. საცალო გაყიდვების გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას თბილისში არსებული ნავთობბაზისა და ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით. „რომპეტროლ საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და მას 800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

ეწვიეთ ჩვენს კორპორატიულ ვებგვერდს: www.rompetrol.com
 

მენეჯმენტი  
გენერალური დირექტორი კუანიშ ჟოლბარისი
ფინანსური დირექტორი მალიკ ტულეკოვი
გაყიდვების დირექტორი კარლო ქავთარაძე
საცალო ქსელის ოპერაციების დირექტორი სანჟარ შოკატაევი
მომარაგებისა და ლოგისტიკის მენეჯერი მედეა წერეთელი
მარკეტინგის მენეჯერი თეონა შალამბერიძე
მომხმარებელთა მომსახურების ოპერაციების მენეჯერი თამარ ბალაძე
კრედიტ კონტროლისა და თანხების ამოღების მენეჯერი ანი მურადიანი
ხარისხისა და დანაკარგების კონტროლის მენეჯერი გურამ გზირიშვილი
მაღაზიების მართვის მენეჯერი დიმიტრი შონია
ტექნიკური დირექტორი სმაილ მუსსა
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ელენე ლობჟანიძე
ხარისხის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი  ბაჩო მაჭარაძე
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი სერგეი ნეიმარი
ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების მენეჯერი მარიამ ფაცინაშვილი
ადმინისტრაციული მენეჯერი იანა ჩოხელი
მთავარი ბუღალტერი ნინო თურმანიძე
იურიდიული მენეჯერი სალომე ჯოჯუა
რესურსების უზრუნველყოფის პროცესის მენეჯერი მურმან სულაკაძე

აღმოაჩინეთ