FILL&GO-ს შიდა ბაზა არის კომპანიის საკუთარი ავტოგასამართი სადგური, რომელიც დამონტაჟებულია კლიენტების საკუთარ ობიექტზე.
FILL&GO-ს შიდა ბაზების კომპონენტები
-
საწვავის რეზერვუარი 15.5 მ3–ით.
-
დიზელის რეზერვუარი.
-
არაფისკალური პრინტერი.
-
ეკრანი მომხმარებლისთვის.
-
FILL&GO-ს მარტივი რგოლის სისტემა – დაკავშირება FILL&GO-ს საწვავის კონტროლთან ხორციელდება ელექტრონული რგოლით, რომელიც ახდენს ავტომობილების იდენტიფიცირებას საწვავის ჩასხმამდე.
-
უნაღდო ანგარიშსწორება.
დეტალური ინფორმაცია ოპერირების და დამონტაჟების შესახებ:
-
რეზერვუარი მარაგდება მხოლოდ დიზელის საწვავით.
-
საწვავის გამშვები სვეტის ნაკადის სიჩქარე – 70 ლ/ წუთში.
-
რეზერვუარის სრულად დამცლელი ონკანი, მისი გასუფთავების საჭიროებისას.
-
ტექნოლოგიური ინოვაცია მოითხოვს ადამიანური ფაქტორის მინიმალურ ჩარევას (მხოლოდ საწვავის ჩასხმა და ვერიფიკაცია), სხვა დანარჩენი ოპერაციების შესრულება ხდება ავტომატურ რეჟიმში.
-
გამართული ფუნქციონირებისათვის, რეზერვუარი უნდა დამონტაჟდეს სრულიად ჰორიზონტალურ ზედაპირზე (თუ პლატფორმა არ არის ბეტონის, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს იგი. რომპეტროლი უზრუნველყოფს პლატფორმის ნახაზს).
-
რეზერვუარი აღჭურვილია FILL&GO-ს სისტემით და საწვავის ჩასხმა შეიძლება განხორციელდეს FILL&GO-ს მარტივი რგოლით. ის ასევე, აღჭურვილია კომპლექსური ტექნოლოგიური სისტემით, რომელიც იძლევა ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას.
-
შეგროვებული ინფორმაცია იგზავნება ინტერნეტით, როგორც თქვენთვის ხელმისაწვდომი ანგარიში, FILL&GO–ს საწვავის კონტროლის აპლიკაციის მეშვეობით.
-
მაღალი ხარისხის საწვავის მიწოდება ხდება დროულად – მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 24 საათში.
რა უნდა უზრუნველყოს კლიენტმა?
-
განსათავსებელი ადგილის მომზადება და FILL&GO–ს შიდა ბაზებისთვის ნებართვის მიღება.
-
FILL&GO-ს შიდა ბაზების განთავსების და ექსპლუატაციის ხარჯების აღება.
-
ინტერნეტ–კავშირის უზრუნველყოფა ბაზის განთავსების ადგილზე.
სარგებელი:
-
სიახლოვე – რეზერვუარი განლაგებულია კლიენტების ობიექტებზე.
-
სწრაფი მომსახურება და ტრანზაქციების მკაცრი კონტროლი.
-
თაღლითობის თავიდან აცილება, ეფექტური მართვა და ავტოპარკის მთლიანი კონტროლი FILL&GO-ს მარტივი რგოლის გამოყენებით.
-
ავტოპარკის საწვავით შევსების სრული მართვა (სისტემა არეგისტრირებს საწვავის ჩასხმას როგორც შიდა ბაზებიდან ასევე, რომპეტროლის სადგურებიდან).