სპორტის აკადემიამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა მისი პირველი გამოშვებიდან 2010 წელს, და 2014 წელს მიაღწია მონაწილეთა რეკორდულ რაოდენობას – 700 თანამშრომელი და დელეგაციები 9 ქვეყნიდან და 3 კონტინენტიდან, რომელიც ჯგუფის თანამშრომების 10%–ს წარმოადგენს. სპორტის აკადემია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ჯგუფის თანამშრომლებს შორის არსებული ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი პლატფორმა.
"რომპეტროლ საქართველო" ყოველწლიურად აგზავნის რუმინეთში, "სპორტის აკადემიის" შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებათ თავის თანამშრომლებს, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის სხვადასხვა პოზიციურ რგოლს, დაწყებული ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორით და დამთავრებული მაღალი რგოლის მენეჯერით. სპორტის სახეობები, რომლებშიც გუნდები საქართველოდან უკვე მრავალი წელია წარმატებას აღწევენ და საპრიზო ადგილებს იკავენე, არის კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, ცურვა და ჭადრაკი. გუნდები რამდენიმე თვით ადრე იწყებენ ინტენსიურ მომზადებას შეჯიბრებებისთვის, რათა ღირსეული კონკურეცია გაუწიონ მათ კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან.
სპორტის აკადემია მიზნად ისახავს გახდეს ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, საბრძოლო სულისკვეთების და წესებით თამაშის ხელისშემწყობი შიდა ინიციატივა KMG International–ის თანამშრომლებს შორის პოზიტიური სულიკვეთების შესაქმნელად.