Rompetrol

ჰეი!

შენ ხარ ის, ვინც ყოველთვის მოგზაურობ! რომპეტროლს შენთვის სასიამოვნო სიახლე აქვს.


ახალი ბრენდი ჰეი მოგესალმება ყველა იმ შეთავაზებით, რაც გჭირდება იმისათვის, რომ შეისვენო და მოგზაურობა კვლავ სასიამოვნოდ განაგრძო. სამსახურეობრივი მოვალეობის შერულებაა თუ პირადი გატაცებებით ტკბობა, მოგზაურობაა ის რაც განგსაზღვრავს და სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ.

ჰეი&კოფი

სანამ ისვენებ, ჩვენი ყავის მენიუ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გთავაზობს.


ჰეი&კოფი, ბევრი ფიქრის შედეგად შენთვის სპეციალურად შექმნილი ადგილია. შეაბიჯე სამყაროში, სადაც სიმარტივე და სტილი ერთმანეთს ერწყმის, რაც მსოფლიო ტენდენციას ასახავს ხელმისაწვდომი და შინაარსიანი დიზაინისკენ. ეს სივრცე, შექმნილი მათთვის, ვინც მოძრაობაშია, ისევე როგორც შენ, ხასიათდება ბუნებრივი ელემენტებით - მასიური ხის, მუხის ზედაპირებისა და ტერაცოს ბუნებრივი ქვებით - რაც ჰარმონიაში მოდის დამამშვიდებელ ნეიტრალურ ტონებთან. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიზაინი. ეს ბრენდის ერთგულების გამოხატულებაა გამჭვირვალობისა და ხარისხისადმი, რაც ეხმიანება "ახალ, ბუნებრივ და გემრიელ" გამოცდილებას, რომელსაც ყოველ ლუკმაში აღმოაჩენთ. ჰეი&კოფიში თქვენ აღმოაჩენთ მყუდრო, მიმზიდველ ატმოსფეროს, იმის მიუხედავად სწრაფი შესვენების მიზნით ჩერდებით თუ მოგზაურობის გასაგრძელებლად.

აღმოაჩინეთ
ჰეი&კოფის ადგილმდებარეობები