„რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზის (KazMunayGaz) მფლობელობაშია.
KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 5000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და იგი 2 კონტინენტსა და 11 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.
ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის გადამუშავება და ნავთობქიმიური პროდუქტების წარმოებაა, რომელიც დისტრიბუციას რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში ახორციელებს. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე აღწევს.
კომპანია ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს უმსხვილეს თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში.
ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 119 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.
შვეიცარიაში მდებარე ტრეიდინგული კომპანია KMG Trading AG-ის მეშვეობით ჯგუფი ნავთობპროდუქტების მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ახორციელებს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.
ამრიგად, რომპეტროლი ამოუწურავი ენერგიის წყაროა, რომელიც ნედლი ნავთობის მოპოვებითა და წარმოებით იწყება და ნავთობპროდუქტების გადამუშავებითა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტებად ტრანსფორმაციით გრძელდება, იმ პროდუქტებისა, რომლებიც ჩვენს თანამედროვე დიზაინის სადგურებში იყიდება.
KMG International ჯგუფის დაფუძნებული კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 68 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. იგი ადგილობრივ ბაზარზე ცნობილია როგორც უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავის მომწოდებელი კომპანია. საცალო გაყიდვების გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას თბილისში არსებული ნავთობბაზისა და ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით. „რომპეტროლ საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და მას 800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
ეწვიეთ ჩვენს კორპორატიულ ვებგვერდს: www.rompetrol.com
მენეჯმენტი | |
---|---|
გენერალური დირექტორი | კუანიშ ჟოლბარისი |
ფინანსური დირექტორი | მალიკ ტულეკოვი |
გაყიდვების დირექტორი | კარლო ქავთარაძე |
საცალო ქსელის ოპერაციების დირექტორი | სანჟარ შოკატაევი |
მომარაგებისა და ლოგისტიკის მენეჯერი | მედეა წერეთელი |
მარკეტინგის მენეჯერი | თეონა შალამბერიძე |
მომხმარებელთა მომსახურების ოპერაციების მენეჯერი | თამარ ბალაძე |
კრედიტ კონტროლისა და თანხების ამოღების მენეჯერი | ანი მურადიანი |
ხარისხისა და დანაკარგების კონტროლის მენეჯერი | გურამ გზირიშვილი |
მაღაზიების მართვის მენეჯერი | დიმიტრი შონია |
ტექნიკური დირექტორი | სმაილ მუსსა |
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი | ელენე ლობჟანიძე |
ხარისხის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი | ბაჩო მაჭარაძე |
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი | სერგეი ნეიმარი |
ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების მენეჯერი | ნინო ბაშარული |
ადმინისტრაციული მენეჯერი | იანა ჩოხელი |
მთავარი ბუღალტერი | ნინო თურმანიძე |
იურიდიული მენეჯერი | სალომე ჯოჯუა |
რესურსების უზრუნველყოფის პროცესის მენეჯერი | მურმან სულაკაძე |