"რომპეტროლ საქართველო"-მ წამახალისებელი გათამაშების პირველი ეტაპის 25 გამარჯვებული გამოავლინა. აქციის ფარგლებში გათამაშდა 24 ცალი 100-ლიტრიანი და 1 ცალი 1000-ლიტრიანი უმაღლესი ხარისხის ეფიქსის საწვავის ტალონი.
გათამაშება 5 ოქტომბერს რომპეტროლის წარმომადგენლების და გათამაშების დამკვირვებელი კომისიის დამოუკიდებელი წევრების მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა. მოგების სასიხარულო ამბავი გათამაშების წამყვანმა გამარჯვებულებს ტელეფონით აცნობა. მოგებულ ტალონებს იღბლიანი მომხმარებლები რომპეტროლის სათავო ოფისში 10 ოქტომბერს მიიღებენ.
“გაიზიარე გამოცდილების 100 წელი და მიიღე საჩუქრად საუკეთესო ხარისხის საწვავი” – რომპეტროლ საქართველომ ამ სახელწოდებით გათამაშება 15 სექტემბერს დაიწყო. აქციის ფარგლებში 100 ცალი საწვავის ტალონი გათამაშდება, რომლითაც მომხმარებლები 100 ან 1000 ლიტრ (Efix სუპერი/Efix დიზელი) საწვავს მოიგებენ. რომპეტროლი გამარჯვებას ულოცავს მის მომხმარებლებს და მადლობას უხდის მათ ერთგულებისთვის“-აცხადებენ კომპანიაში.
გათამაშების ბილეთების მიღება რომპეტროლის ლოიალობის ბარათის მფლობელებს 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შენაძენზე შეუძლიათ, ხოლო ყოველ მომდევნო 30 ლარზე გათამაშების კიდევ ერთი ბილეთი დაერიცხებათ. მომხმარებლებს დაგროვილი ბილეთების რაოდენობის გადამოწმება რომპეტროლის ლოიალობის პროგრამის ვებ გვერდზე - card.rompetrol.ge შეუძლიათ.
გათამაშება ოქტომბრის ყოველ პარასკევ დღეს ჩატარდება, სადაც კომპანია 25-25 გამარჯვებულს გამოავლენს. წამახალისებელი აქცია 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„რომპეტროლი“ წამახალისებელ გათამაშებებს ყოველწლიურად ატარებს და მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.