Rompetrol
Presa
რომპეტროლის მფლობელი ჯგუფის, “KMG International”–ის აღმასრულებელი დირექტორი არჩეულ იქნა საქართველოს საპატიო კონსულად ყაზახეთის რესპუბლიკაში.

“KMG International”–ის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (რომლის აქციების 100%–ის მფლობელია სს „ყაზმუნაიგაზი“) არჩეულია საქართველოს საპატიო კონსულად ყაზახეთის რესპუბლიკაში.

ჟანატ ტუსუპბეკოვი  ასეთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიით დაჯილდოვდა საკონსულო კომისიის შეხვედრაზე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მის მიღწევებს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის კავშირების დამყარებაში  და ასევე, კულტურული და ტურისტული ურთიერთოებების  წახალისებაში.

საკონსულო ოლქი, რომელშიც ჟანატ ტუსუპბეკოვი წარადგენს მეგობრული ქვეყნის ინტერესებს, ასევე მოიცავს ყარაღანდის ოლქს. 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, საერთაშორისო მემორანდუმებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საპატიო კონსული წარადგენს საქართველოს ინტერესებს, ხელს შეუწყობს ბიზნესის, ვაჭრობისა და ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას ორ ქვეყანას შორის, რომლის მიზანია შემდგომში ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული ურთერთობების და მეგობრობის გაღრმავება.

თავის მხრივ, ჟანატ ტუსუპბეკოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას მისდამი ნდობის გამოცხადებისთვის წარადგინოს ქვეყანა და განაცხადა მის მზადყოფნაზე გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირი.

ბატონ ჟანატ ტუსუპბეკოვს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება კომპანიების გამართულ მართვაში, მისი გამოცდილებიდან ბოლო 11 წელი გატარებული აქვს ნავთობისა და გაზის სექტორში. 2012 წლის მაისიდან იკავებს “KMG International”–ის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას  და იმავდროულად წარმოადგენს დირექტორთა საბჭოს ერთ–ერთ წევრს. მისი მმართველობის პერიოდში, ბოლო წლებში, ჯგუფის კომპანიებმა მიაღწიეს უპრეცედენტო ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს და გახდნენ ყველაზე წარმატებული ნავთობკომპანიები რუმინეთში და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

გარდა ამისა, ჟანატ ტუსუპბეკოვი ხელმძღვანელობს ყაზახეთის რესპუბლიკაში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას და იკავებს ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. საუკეთესო შედეგების მიღწევისა და რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებისთვის, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე უცხო ქვეყნებში, 2017 წლის მაისში არჩეულ იქნა საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტად.

“KMG International”–ის ჯგუფის კომპანიები მუდმივად მხარს უჭერენ და ხელს უწყებენ ძალოსნობის ფედერაციებს რუმინეთში, ყაზახეთში და საქართველოში.