Rompetrol
Presa
რომპეტროლის 1000 და 100 ლიტრიანი საწვავის ტალონების იღბლიან მფლობელთა ვინაობა ცნობილია

„რომპეტროლ საქართველოს“ 1000 და 100 ლიტრიანი საწვავის ტალონების იღბლიან მფლობელთა ვინაობა ცნობილი გახდა. „გაიზიარე გამოცდილების 100 წელი და მიიღე საჩუქრად საუკეთესო ხარისხის საწვავი” - ამ სახელწოდებით აქციის ფარგლებში, რომპეტროლ საქართველომ 100 ცალი საწვავის ტალონი გაათამაშა, რომლითაც მომხმარებლებმა 1000 და 100 ლიტრი (Efix სუპერი/Efix დიზელი) საწვავი მოიგეს.

წამახალისებელი აქცია კომპანიამ რუმინეთის გაერთიანების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. აქცია ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც კომპანიამ 100 გამარჯვებული მომხმარებელი გამოავლინა. იღბლიანი მომხმარებლების ნაწილს საწვავის კუთვნილი ტალონები უკვე გადაეცათ, ბოლო ეტაპის გამარჯვებულები კი ჯილდოს რამდენიმე დღეში, კომპანიის სათავო ოფისში მიიღებენ.

„გათამაშება რომპეტროლის წარმომადგენლების და გათამაშების დამკვირვებელი კომისიის დამოუკიდებელი წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა. იღბლიან მომხმარებლებს გამარჯვება გათამაშების წამყვანმა ტელეფონით აცნობა. რომპეტროლი გამარჯვებას ულოცავს მომხმარებლებს და მადლობას უხდის მათ ერთგულებისთვის.“-აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლ საქართველო“ უმაღლესი ხარისხის საწვავით რუმინეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან - „პეტრომიდია“ მარაგდება, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და ულტრათანამედროვე ქარხანას მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. ქარხნის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას შეადგენს და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და თანამედროვე ობიექტია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში, ასევე საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისად წარმოების მოთხოვნას. „პეტრომიდია“ წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს საქართველოში.

„რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ კიდევ ერთი წამახალისებელი გათამაშება სულ მალე დაიწყება. კომპანია ერთგულ მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.