Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველო“ ევროპის ჩემპიონატის მედალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

„რომპეტროლ საქართველო“ ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ძალოსან მედალოსნებს გამარჯვებას ულოცავს.

„რომპეტროლ საქართველო“ ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ძალოსან მედალოსნებს გამარჯვებას ულოცავს.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს: ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს, ანასტასია გოტფრიდმა 3 ოქროს, შოთა მიშველიძემ 2 ოქროს და 1 ვერცხლის, რევაზ დავითაძემ 2 ოქროს და 1 ვერცხლის, ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის, თათია ლორთქიფანიძემ ბრინჯაოს, გოდერძი ბერდელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატზე საქართველო გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა.

 „რომპეტროლის“ სახელით მინდა გამარჯვება მივულოცო ქართველ ძალოსნებს. ჩვენი კომპანიისთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატს წელს რუმინეთმა უმასპინძლა. უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვგულშემატკივრობთ ქართველ სპორტსმენებს, გვახარებს მათი წარმატება და შედეგები, რომელიც წლიდან წლამდე უფრო საუკეთესოა. ჩვენ გვესმის თუ როგორ თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს ყოველივე ეს და ვაფასებთ მთელი ფედერაციის ძალისხმევას. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ მთელ საქართველოს!  გვეამაყება რომ ასეთი წარმატებული სპორტის მხარდამჭერები ვართ.“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.            

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი 26 მარტს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდა.  ქართველმა სპორტსმენებმა 10 ოქროს, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  ჩემპიონატი კი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

 „რომპეტროლ საქართველო“ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ სპონსორობას და ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას მეოთხე წელია ახორციელებს.