Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველო“ საახალწლოდ ბავშვთა სახლს სტუმრობს

ყოველწლიურად, „რომპეტროლ საქართველო“ ზრუნავს კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო და ბედნიერი განწყობის შექმნაზე მათთან სტუმრობით და ახალი წლის მოლოცვით. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია წელსაც ესტუმრა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, მათთვის საახალწლო ღონისძიება ჩაატარა, პატარებს თოვლის ბაბუა მიუყვანა და მათ საჩუქრები გადასცა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის 25 ბენეფიციარს, რომელთა ასაკი 10-დან 18 წლამდეა, საახალწლო საჩუქრები და საჭირო ნივთები პირადად მიუტანეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

რომპეტროლის გუნდთან ერთად ბავშვებს თოვლის ბაბუა, ანიმატორები და ზღაპრის გმირებიც ესტუმრნენ, რომლებმაც ბავშვების გართობაზე სპეციალური საახალწლო პროგრამით იზრუნეს და აღსაზრდელებს სიხარულით სავსე დღე აჩუქეს.

„რომპეტროლ საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტრადიციულად სტუმრობს და საახალწლო საჩუქრებით ახარებს.

„ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის მეშვეობით, ჩვენ წინასწარ გვქონდა კომუნიკაცია აღსაზრდელებთან, მათ საახალწლო სურვილები წერილობით გაგვანდეს და ჩვენც შესაბამისი საჩუქრებით ვესტუმრეთ. გვიხარია, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა ბავშვები და მათთვის ერთი მორიგი დღე დღესასწაულად გვექცია“- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „რომპეტროლ საქართველო“ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.