გაცნობებთ, რომ შპს რომპეტროლ საქართველოში CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია დამუშავებულ და შენახულ იქნას კომპანიის მიერ. განვმარტავთ, რომ აღნიშნული არ გულისხმობს სხვა მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემას. თუ თქვენ ხართ კანდიდატი კონკრეტულ პოზიციაზე და გსურთ თქვენი CV-ი ამოღებულ იქნას მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ, მოგვწერეთ წერილი ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტა შემდეგ მისამართზე: vacancyrpg@rompetrol.com.
მესამე მხარის მონაცემები
ჩვენს ვებგვერდზე მოცემულია სხვადასხვა ვებგვერდების მისამართები. ის კომპანიები, რომლებიც შედიან რომპეტროლის ჯგუფში შესაბამისი წესით არის აღნიშნული, ხოლო ყველა სხვა კომპანიის ვებგვერდთან, მასზე განთავსებულ ინფორმაციასთან და ა.შ. დაკავშირებით რომპეტროლ საქართველო არ არის დაკავშირებული და იხსნის პასუხისგებლობას ნებისმიერი მესამე პირების მიმართ.
ინფორმაციის სიზუსტე
წინამდებარე ვებგვერდზე სიტყვები „ჯგუფი“ ან „ჩვენ“, გულისხმობს რომპეტროლის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რომპეტროლი მიმართავს ყველა შესაძლო ზომას წინამდებარე ვებგვერდისათვის ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის განთავსების მიზნით, თუმცა იგი ვერ იქნება პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.
ფინანსური გათვლები, მარაგის ფასები და შეფასებები მოწოდებულია მხოლოდ ინფორმირებულობისათვის. მათი განახლება ხდება რეგულარულად, კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამგვარად, არც ერთი პირი, რომელიც ირჩევს ამგვარად მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებას ფინანსური და/ან პირადი მიზნებისათვის, არ არის უფლებამოსილი დააკისროს რომპეტროლს პასუხისმგებლობა მის შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ზარალისათვის.
წინამდებარე ვებსაიტის შესახებ, ვადები და პირობები - კანონიერი ინფორმაციის გამოყენება
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე შემოსულ პირთა ინფორმაცია მუშავდება და ინახება შესაბამისი წესით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია ყველა მომხმარებელი, რასაც ადასტურებს ვებ-გვერდზე სტუმრობითა და სხვადასხვა ფანჯრის გახსნა-დათვალიერებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას შემდგომი დამუშავებისა და ვებსაიტის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი სერვერებისათვის ამგვარად მიღებული ინფორმაცია არ მოიცავს პირად ინფორმაციას.