Rompetrol

ფოტოკონკურსი - „საქართველოს გზები’’

ჩაერთე „რომპეტროლ საქართველოს“ სეზონურ ფოტოკონკურსში ,,საქართველოს გზები“ და მიიღე შანსი მოიგო 100-ლიტრიანი უმაღლესი ხარისხის Efix საწვავის ვაუჩერი! 

გადაიღეთ გამორჩეული ფოტო შემოდგომაზე, სადაც კარგად ჩანს გზა და საქართველოს გზების მრავალფეროვნება. გამოგვიგზავნეთ კონკურსის თემის შესაბამისი ფოტოსურათი ,,რომპეტროლ საქართველოს’’ ოფიციალურ ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე 25 ნოემბრამდე და დაელოდე გამარჯვებულის გამოვლენას 30 ნოემბერს, ჩვენს ფეიბუქ გვერდზე:  https://www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd  

კონკურსის წესები: 

  • გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან პირებს.  

  • მხოლოდ რეალური ანგარიშით გამოგზავნილი ფოტოები განიხილება.  

  • მონაწილეს არ შეუძლია ფოტოს გამოგზავნა, რომელმაც უკვე გაიმარჯვა სხვა მსგავს კონკურსში. 

  • ფოტო უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს. 

  • ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა შეუძლია ერთ სეზონზე.  

  • არ მიიღება Google-ის საძიებო სისტემიდან გადმოწერილი ფოტოები. 

  • ინსტაგრამზე გამოგზავნის შემთხვევაში, კონკურსის მონაწილე უნდა იყოს ,,რომპეტროლ საქართველოს’’ გვერდის გამომწერი. 

  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას, მიუთითეთ კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. 

  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ნოემბერი. 

  

დამატებითი პირობები: 

  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები საავტორო უფლებების დაცვით სარეკლამო მიზნებისთვის; 

  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას კონკურსში არ გაითვალისწინოს ის საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც არღვევს კონკურსის პირობებს; 

  • ყოველი სეზონის ბოლოს ,,რომპეტროლ საქართველოს’’ გუნდის წევრები, ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენენ გამარჯვებულს.  

  • გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოს“ ჟიურის მიერ გამოვლინდება 30 ნოემბერს „რომპეტროლ საქართველოს“ ფეისბუქ გვერდზე, შემდეგი კრიტერიუმებით: გათამაშების თემასთან შესაბამისობა, ორიგინალური ხედვა და გამორჩეული ადგილი (გზა).