Rompetrol
Presa
მნიშვნელოვანი პარტნიორობა CEFC-სა და საქართველოს შორის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის

საქართველოს „საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, საინფორმაციო სააგენტოს „Caucasus Business Week”-ის თანახმად.

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გაიმართაერთი სარტყელი, ერთი გზასაერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში. შეთანხმების თანახმად, „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი" საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით შეიმუშავებს ახალ საინვესტიციო პლათფორმას და სტაბილურ ფინანსურ ინსტრუმენტს. ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტურიზმი და სხვა ის სფეროებია სადაც ფონდი ინვესტირებას განახორციელებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი აშშ დოლარია.

საინფორმაციო სააგენტო „Caucasus Business Week”- ასევე აცხადებს, რომ CEFC-ისა და ... „Eurasian Invest“-ის მიერ  საქართველოში ერთი მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით ჩინური ბანკი შეიქმნება, ორივე მხარის მიერ კომერციული ბანკების შექმნის უფლებით.

"კონკურენცია საბანკო სექტორში ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საბანკო სისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის" - განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი ბანკი კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

CEFC- და ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-მა აგრეთვე გააფორმეს  ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში, ამ უკანასკნელის მიერ KMG International ჯგუფის 51%-იანი წილის CEFC-სთვის გადაცემის თაობაზე, ჯგუფისა რომელიცრომპეტროლ საქართველოს” მფლობელია. სტრატეგიულმა პარტნიორობამ საფუძველი ჩაუყარა ერთობლივ სამომავლო პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს იმ სფეროების ეკონომიკურ და სოციალურ ზრდას, სადაც ეს პროექტები განხორციელდება.

CEFC- ბოლო 3 წლის განმავლობაში შედის Global Fortune 500-ის სიაში, ხოლო 2016 წლის რეიტინგში ის 229- ადგილზეა. CEFC- ოპერირებს ენერგეტიკის, ფინანსურ და საინვესტიციო მომსახურების სფეროებში.

შპსრომპეტროლ საქართველო ქვეყნის მასშტაბით 80 სადგურს მართავს და 2016 წელს თბილისის ნავთობბაზის რეკონსტრუქციისა და ქსელის სარეაბილიტაციოდ 6.4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2017 წლის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს ბაზის რეკონსტრუქციისა და ბენზინგასამართი სადგურების მთლიანი ქსელის  მოდერნიზაციის პროცესის დასრულებას.   

 

რომპეტროლ საქართველოსპრეს სამსახური.