Rompetrol
Presa
ნავთობკომპანია “რომპეტროლი საქართველოს” განცხადებას ავრცელებს

მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, სომხეთის მიმართულებით “ რომპეტროლ საქართველოს” ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენს კომპანიას არ აქვს არანაირი სახის ურთიერთობა აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელ HUB Georgia-სთან და არც კომპანია „მაქსპაუერ პეტროლიუმთან“. 

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომრომპეტროლ საქართველოსარ აქვს და არც აქამდე ჰქონია პრობლემები როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო საშუალებებით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და ჩვენი ურთიერთობა სსსაქართველოს რკინიგზასთანდა ყველა სხვა კონტრაგენტთან ემყარებოდა და მომავალშიც დაემყარება ჯანსაღ კონკურენტულ და საკონტრაქტო პირობებს.

აქვე გვინდა, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და სრულიად საქართველოს მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველას გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.

რომპეტროლ საქართველოსპრესსამსახური