“გაიზიარე გამოცდილების 100 წელი და მიიღე საჩუქრად საუკეთესო ხარისხის საწვავი” – რომპეტროლ საქართველო ამ სახელწოდებით, ერთგული მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის საწვავის გათამაშებას იწყებს.
წამახალისებელი გათამაშება რუმინეთის გაერთიანების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გათამაშდება 100 ცალი საწვავის ტალონი, რომლითაც მომხმარებლები 100 ან 1000 ლიტრ (Efix სუპერი/Efix დიზელი) საწვავს მოიგებენ.
„წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა რომპეტროლის ლოიალობის ბარათის მფლობელებს შეეძლებათ. მომხმარებლები 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შენაძენზე 1 ელექტრონულ ბილეთს მიიღებენ, ხოლო ყოველ მომდევნო 30 ლარზე გათამაშების კიდევ ერთი ბილეთი დაერიცხებათ. მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ლოიალობის პროგრამის წევრი, ბარათის აღება ბენზინგასამართ სადგურებზე შეუძლიათ, რომელიც შემდგომ ვებგვერდზე - card.rompetrol.ge უნდა გააქტიურონ და გაატარონ საწვავის ჩასხმის დროს. ამავე ვებ გვერდზე მომხმარებლებს დაგროვილი ბილეთების რაოდენობის გადამოწმებაც შეეძლებათ.“-აცხადებენ კომპანიაში.
რომპეტროლის გათამაშება 15 სექტემბერს დაიწყება და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანია ოთხ გათამაშებას ჩაატარებს რა დროსაც ოთხი ცალი 1000 ლიტრიანი ტალონის და 96 ცალი 100 ლიტრიანი ტალონის გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშების შედეგებს კომპანია რომპეტროლი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და ვებ-გვერდზე www.rompetrol.ge გამოაქვეყნებს.
„რომპეტროლ საქართველო“ უმაღლესი ხარისხის საწვავით რუმინეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან - „პეტრომიდია“ მარაგდება, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და ულტრათანამედროვე ქარხანას მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. ქარხნის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას შეადგენს და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და თანამედროვე ობიექტია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში, ასევე საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისად წარმოების მოთხოვნას. „პეტრომიდია“ წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს საქართველოში.
„რომპეტროლი“ წამახალისებელ გათამაშებებს ყოველწლიურად ატარებს და მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.