„რომპეტროლ საქართველო” მსოფლიოში გავრცელებული COVID-19 ვირუსის ფონზე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. KMG International Group-მა მარტის დასაწყისში კრიზისების მართვის გეგმა გაააქტიურა, რომელიც მიზნად ისახავს საქმიანობის უწყვეტობის პარალელურად მისი დასაქმებულების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას.
კომპანიის კრიზისული გეგმა, ვირუსის შეფასებიდან და ზეგავლენიდან გამომდინარე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ადგილობრივი სამთავრობო უწყებიბისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმა ითვალისწინებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს დასაქმებულთათვის, მომხმარებლებისა და სამუშაო სივრცეებისთვის.
კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა, მუშაობის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა მივლინებები და შეხვედრები, დაწესდა თვითიზოლაციის ვალდებულება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ თანამშრომლებზე. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ერთ ცვლაში მომუშავე „ფრონტ ოფისის“ თანაშრომელთა რიცხვი, რომელთაც შეეზღუდათ მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტი.
„შექმნილი ვითარების ფონზე, „რომპეტროლის“ პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დაცვა და უსაფრთხოება. ამიტომ ვიღებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას, რათა ავირიდოთ ვირუსის გავრცელება. კომპანია გადაეწყო დისტანციურ სამუშაო პრაქტიკაზე. ყველა იმ პროდუქტსა და სერვისზე, რომელთა მისაღებადაც აქამდე ოფისში ვიზიტი აუცილებელი იყო, მომხმარებელს შევთავაზეთ ალტერნატიული - დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრონული ხელმოწერები. სამუშაო სივრცეებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო შემხებლობის სივრცეების, ზედაპირების დამუშავება სპეციალიზირებული სადეზინფექციო ხსნარებით. ოფისების ყველა სამუშაო სივრცეში განთავსდა ხელის სადეზინფეცქიო საშუალებები“ - აცხადებენ კომპანიაში.
დისტანციური სამუშაო რეჟიმი, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ეხება ბენზინგასამართი სადგურების ჩამსხმელ-ოპერატორებს. მათი და სადგურებზე მოსული მომხმარებელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიამ მიიღო განსაკუთრებული ზომები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს დღეებში დასრულდება. დაიწყო ყველა ავტოგასამართი სადგურის მომარაგება ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შეასაბამისად მოხდა ყველა თანამშრომლის ინფორმირება ჰიგიენის ნორმების დაცვის გასამკაცრებლად.
„რომპეტროლ საქართველომ“ თებერვლის ბოლოდან წამოიწყო ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები. არაერთხელ ჩატარდა დეზინფექცია როგორც კომპანიის სათაო ოფისში ასევე, თბილისისა და ბათუმის ნავთობბაზებზე. უახლოეს დღეებში იგეგმება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება კომპანიის ყველა ავტოგასამართ სადგურზეც.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება და გვესმის თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა. მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და უზრუნველყოფენ კომპანიის შეუფერხებლად მუშაობას. აქვე, ვთხოვ ჩვენს მომხმარებლებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.