Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის, “KMG International”–ის გენერალური დირექტორი ჟანატ ტუსუპბეკოვი არჩეულ იქნა საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტად

ჯგუფ KMG International–ის გენერალური დირექტორი, ჟანატ ტუსუპბეკოვი, არჩეულ იქნა საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტად ბანგკოკში (ტაილანდი)  გამართულ საარჩევნო კონგრესზე. ჯგუფი არის „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი, ხოლო ჟანატ ტუსუპბეკოვი კი ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი 2013 წლიდა

ჟანატ ტუსუპბეკოვი იკავებდა საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მარკეტინგის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში. მისი მოვალეობების შესრულებისას ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციაში მან გამოავლინა შესანიშნავი შედეგები რიოში გამართული ოლიმპიური თამაშებისთვის განხორციელებული მარკეტინგული საქმიანობების კოორდინირებაში. გარდა ამისა, 2016 წლიდან  მხარს უჭერდა აზიის ძალოსნობის ჩემპიონატის პირველ საერთაშორისო გადაცემას (რადიოტრანსლაციას).

იმავდროულად, ჟანატ ტუსუპბეკოვის მიერ დანერგილი სტრატეგიები, მოვალეობების შესრულების პროცესში, ხელს უწყობდნენ სპორტული აქტივობების განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც ძალასნობას ესაჭიროებოდა მხარდაჭერა. გარდა ამისა, მაღალი შეფასება მოიპოვა ყაზახეთში გატარებულმა სამუშაომ, - ანტიდოპინგური დისციპლინის გაძლიერება (გამკაცრება), სპორტულ აქტივობებში ბავშვების მოზიდვა და საწრთვნელი პროცესის პირობების გაუმჯობესება.

ჟანატ ტუსუპბეკოვს აქვს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მდიდარი პროფესიული გამოცდილება. მან ბოლო 11 წელი გაატარა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. 2012 წლის მაისიდან იკავებდა „KMG  International N.V.”– აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, და პარალელურად იყო “KMG International”–ის მმართველი დირექტორების საბჭოს წევრი. კომპანიამ დააფიქსირა რეკორდული ფინანსური და საოპერაციო შედეგები ბოლო წლებში და არის ერთერთი ყველაზე წარმატებული ნავთობკომპანია რუმინეთში და ერთერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. “KMG International” არის რუმინეთის, საქართველოს და ყაზახეთის ძალოსნობის  ფედერაციების მუდმივი მხარდამჭერი.