Rompetrol
Presa
რომპეტროლის ზამთრის კამპანიის გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ

რომპეტროლ საქართველოს ზამთრის კამპანიის გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ. გათამაშებაში 12 გამარჯვებული მომხმარებელი გამოვლინდა. რომპეტროლის საწვავის იღბლიანმა მომხმარებლებმა GPS ნავიგატორები, iPhone XR სმარტფონები და მთავარი პრიზები – მოგზაურობის სრული პაკეტი, 2 კაციანი საგზური ტაილანდში და 2 კაციანი საგზური კუნძულ ბალიზე მოიგეს.

„წლებია რომპეტროლის ერთგული მომხმარებელი ვარ, და შეიძლება ითქვას რომ საოცნებო პრიზი მოვიგე - საგზური ტაილანდში სადაც მეუღლესთან ერთად გავემგზავრები. მინდა მადლობა გადავუხადო რომპეტროლს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.“ - ტაილანდის საგზურის მფლობელი ნონა მორგოშია.

„რომპეტროლის ყველა გამარჯვებულ მომხმარებელს ვულოცავთ გამარჯვებას, დაუვიწყარი საჩუქრების მოგებას და ვუსურვებთ მათ დაუვიწყარ მოგზაურობას. რომპეტროლ საქართველო მუდამ ცდილობს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეთავაზების გარდა, მომხმარებელს დამატებითი წამახალისებელი აქტივობები და კომფორტი შესთავაზოს. მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აქციაში მონაწილეობისთვის, ჩვენ მათ კიდევ ბევრ წამახალისებელ აქციას შევთავაზებთ.“- აცხადებს რომპეტროლის მარკეტინგის მენეჯერი, თეონა შალამბერიძე.

“მიიღე მეტი საწვავისგან!” - ამ სახელწოდებით რომპეტროლ საქართველომ სეზონური კამპანია 13 დეკემბერს დაიწყო. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა რომპეტროლის ლოიალობის ბარათის მფლობელებს შეეძლოთ.

„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის შესაბამის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად არის აღიარებული, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.