Rompetrol
Presa
„რომპეტროლსა“ და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

“რომპეტროლ საქართველოს“ და  საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია ფედერაციის მხარდაჭერას და სპონსორობას წელსაც გააგრძელებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 30 სექტემბერს, ბუქარესტში მოეწერა.

“რომპეტროლ საქართველოს“ და  საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია ფედერაციის მხარდაჭერას და სპონსორობას წელსაც გააგრძელებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 30 სექტემბერს, ბუქარესტში მოეწერა.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, „რომპეტროლი“ ძალოსნობის ფედერაციების მხარდაჭერას ყველა იმ ქვეყანაში აგრძელებს  სადაც კომპანია ოპერირებს. ესენია: საქართველო, ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ყაზახეთი და თურქეთი.

 „რომპეტროლი, როგორც მდგრადი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რამდენიმე წელია მხარს უჭერს ძალოსნობის განვითარებას, სპორტსმენების და მწვრთნელების მომზადებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალდებულებაა სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჩვენ ვთვლით რომ ბიზნესი და სპორტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან შედეგის მისაღწევად ორივე მათგანი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამრიგად KMG International-ი, ბრენდ „რომპეტროლის“ მეშვეობით, მხარს უჭერს ამ სპორტის განვითარებას ყველა იმ ქვეყანაში სადაც კომპანიაა წარმოდგენილი.“- განაცხადა ომარ  მუსტაფინმა, KMG International-ის სამთავრობო ურთიერთობების დეპარტამენტის მმართველმა დირექტორმა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ რომპეტროლის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ძალოსნობის განვითარებაში.

 „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „რომპეტროლთან“ თანამშრომლობას კვლავ ვაგრძელებთ.  ძალოსნობის ფედერაციამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია, ამაზე  მედლების რაოდენობა და სპორტსმენების შედეგებიც მეტყველებს. ასევე გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სპორტსმენების რიცხვი. ეს ყოველივე ჩვენი გენერალური სპონსორის -  კომპანია რომპეტროლის მხარდაჭერით მოხდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს მხარში დგომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ  რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს.“-აცხადებს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრას IWF-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

რომპეტროლის შესახებ:

„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე11 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით,  ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. გასულ წელს ჯგუფმა რეკორდული საოპერაციო და ფინანსური შედეგები აჩვენა, რითაც ის  რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ დასახელდა.