Rompetrol
Presa
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ტალახაძეს თბილისში აჯილდოვებს

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გუშინ გაიმართა.  ასევე, თბილისში დაჯილდოვდა საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.  2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს მთავარი ჯილდო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირადად გადასცა.

 მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გუშინ გაიმართა.  ასევე, თბილისში დაჯილდოვდა საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.  2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს მთავარი ჯილდო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირადად გადასცა.  

ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის  წევრები დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში რუმინეთიდან „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობა ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებნა - ბრენდი რომპეტროლის მფლობელი ჯგუფის KazMunayGaz International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟანატ ტუსუპბეკოვმა და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ზამანბეკ მირზაიანოვმა ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინს გამარჯვება პირადად მიულოცეს.

„რომპეტროლი“  ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში გაიმართა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლაშა ტალახაძეს და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ამ დიდ წარმატებას, ვამაყობთ, რომ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ქართველია!“- განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

დაჯილდოების ცერემონიის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF)  მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.

„რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური სპონსორი და აქტიური გულშემატკივარია
. აღნიშნული საზეიმო ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერიც  სწორედ „რომპეტროლ საქართველო“ გახლდათ.

 

სტატიაში გამოყენებული ფოტოს ავტორი: ხატია ჯიჯეიშვილი