Rompetrol
Presa
რომპეტროლი მდგრადი განვითარების შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

„რომპეტროლი“ აქვეყნებს თავის 2022 წლის ანგარიშს მდგრადი განვითარების შესახებ, რომლის საშუალებითაც ის GRI საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებულ გამჭვირვალე ანგარიშგების ათწლეულს აღნიშნავს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი კომპანიის ძალისხმევები ეკოლოგიური, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) განვითარების მიმართულებით და ის აუდიტორული ფირმის მიერაა დამოწმებული.

“ჩვენი მიზანია საქმიანობა პასუხისმგებლობით და გამჭვირვალედ განვახორციელოთ და იმავდროულად, ჩვენი მომხმარებლები ვუზრუნველყოთ უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი ენერგიით შავი ზღვის რეგიონში. „რომპეტროლი“ არის ეკონომიკური სტაბილურობის და ენერგოუსაფრთხოების საყრდენი რეგიონში. კომპანია ხელს უწყობს რუმინეთის საექსპორტო ბალანსს, მნიშვნელოვანი წილი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და წარმოადგენს მსხვილ დამსაქმებელს. ეკოლოგიური, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) ასპექტები საფუძვლად უდევს ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ყოველწლიურად ვამცირებთ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას, ელეტქროენერგიის და წყლის მოხმარებას. ჩვენი ძალისხმევები კვლავ ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზე, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვას ჩვენს თანამშრომლებზე, საზოგადოებასა და ზოგადად დაინტერესებულ პირებზე ” - აღნიშნავს ილიას კულჟანოვი, „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის „ქეიემჯი ინთერნეიშენალი“-ს (KMG International NV) აღმასრულებელი დირექტორი.

2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში მოცემულია ჯგუფის მიერ ეკოლოგიური, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) მაჩვენებლების დეტალური ანალიზი, ასევე რამდენიმე კომპანიის სიღრმისეული ანალიზი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთლიანი ღირებულების ჯაჭვთან და შედიან მდგრადი განვითარების ანგარიშგების დირექტივის ფარგლებში. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიები: Rompetrol Rafinare, Rompetrol Well Services, ასევე სხვა კომპანიები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან.

ანგარიში ასახავს ჯგუფის მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ მისწრაფებას, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, გამონაბოლქვების დასაშვები მაჩვენებლები და ნარჩენების მართვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას, ეთიკურ ქცევას, მრავალფეროვნებას,  კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოების ჩართულობას - KMG International-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტებს.

საანგარიშგებო წელს, ჯგუფმა საბჭოს დონეზე დაამტკიცა დეკარბონიზაციის სტრატეგია, რომლის მიზანია საქმიანობის ეტაპობრივი დივერსიფიცირება, მათ შორის მეორე თაობის ბიოსაწვავის (ბიოეთანოლი და ბიოდიზელი), განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება დაახლოებით 200 მგვტ. დამოტაჟებული სიმძლავრით, ელექტრომობილების დამტენი ქსელის გაფართოება, იმ მიზნით, რომ ჯგუფი გახდეს ენერგორესურსების მომწოდებელი 2035-2040 წლებისთვის.

დეკარბონიზაციის პაკეტის გარდა, 2022 წლის მსხვილ ინვესტიციას წარმოადგენდა კოგენერაციული სადგური „პეტრომიდიას“ ქარხანაში, რომელიც სრულად შევა ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს. ეს არის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვის და  ენერგოეფექტურობის უმაღლეს ტექნოლოგიურ სტანდარტებს.

„რომპეტროლის“ 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის მნიშვნელოვანი ასპექტებია:

  • პერსონალის საერთო რაოდენობამ, საშუალოდ, შეადგინა 5,335 თანამშრომელი, მათ შორის ქალი თანამშრომლების პროცენტული წილი გაიზარდა 2%-ით, და მთლიანობაში ჯგუფის დონეზე შეადგინა 30%.  თანამშრომელთა 63.51% მუშაობდა რუმინეთში.  
  • ჯგუფს არ დაუფიქსირებია არცერთი ფატალური შემთხვევა და პროფესიული დაავადება. ჯგუფმა შეინარჩუნა ტრამვების დაბალი კოეფიციენტი შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვით (LTIR), რომელიც შეადგენს 0.26 წლის განმავლობაში, IOGP სამრეწველო სტანდარტების შესაბამისად.
  • „რომპეტროლის“ ნავთობგადამმუშავებელი წარმოება Rompetrol Rafinare, რომელიც ამუშავებს ჯგუფის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და წარმოადგენს ადგილობრივი გადამუშავების სიმძლავრის 44,6%-ს, კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში 5.15 მილიონი ტონა ნედლეულის შესყიდვითა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „პეტრომიდიას“ მიერ 4.93 მილიონი ტონა პროდუქტის გაყიდვით მისი სხვადასხვა გაყიდვების განყოფილებების მეშვეობით. მხოლოდ Rompetrol Rafinare-მ 2022 წელს რუმინეთის ფისკალურ ბიუჯეტში 1.56 მილიარდი აშშ დოლარის შენატანი განახორციელა.  
  • ჯგუფის მიერ გადახდილი გადასახადების საერთო რაოდენობა გაიზარდა 1.99 მილიარდ აშშ დოლარამდე.
  • „პეტრომიდიას“ ქარხანაში ნარჩენების აღდგენის მაჩვენებელი შეადგენს 92%-ს, ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად აღემატება 90%-ს.
  • ჯგუფი აქვეყნებს ემისიების დონის შესახებ ინფორმაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური გამონაბოლქვების, გაყიდული საწვავის და ტრანსპორტირების შესახებ. გამოთვლები გამოქვეყნებულია როგორც რუმინეთისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის.  
  • 2021-2022 წლებში, „რომპეტროლმა“ საერთო ჯამში 2.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შენატანი განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფინანსური მხარდაჭერის, საწვავის ჩუქების და სახსრების მობილიზების ღონისძიებების ფარგლებში. 

„რომპეტროლის“ 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ჯგუფის ვებ-გვერდზე: https://www.rompetrol.com/ro/mediaroom/rapoarte-de-grup.

2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში ითვალისწინებს ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) სტანდარტებს და ასევე, ანგარიშგების სხვა სისტემებს, როგორიცაა IPIECA სახელმძღვანელო  ნავთობის და გაზის მრეწველობისთვის, სამუშაო ჯგუფი კლიმატის ცვლილების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებზე (TCFD), მდგრადი [განვითარების საკითხებზე] ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭოს (SASB) სტანდარტები და გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნები (UN SDGs).