Rompetrol
Presa
რომპეტროლი რუმინეთში ორ ახალ ინტეგრირებულ სერვის ცენტრს ხსნის

“რომპეტროლ დაუნსთრიმ“-მა, რომელიც „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალ“ (KMG International) ჯგუფის საცალო მომსახურების ერთეულია რუმინეთში, ორი ახალი ინტეგრირებული სერვის ცენტრი გახსნა A1 გზატკეცილზე (ნადლაკი-სიბიუს მონაკვეთი), გიარმატას მიმდებარედ, ტიმიშის ოლქში (500-ე და 596-ე კილომენტრებზე, მარცხნივ და მარჯვნივ).

ორი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ინვესტიციამ 6,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ორი აგს-ი იმ 12 ავტოგასამართი სადგურის პაკეტის ნაწილია, რომელთა გახსნასაც "რომპეტროლი" A1 გზატკეცილზე გეგმავს და რომელთა ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. აღნიშნულ ინვესტიციას განახორციელებს ყაზახეთის და რუმინეთის ენერგეტიკული საინვესტიციო ფონდი. რვა მათგანი უკვე გაიხსნილია.

„რომპეტროლი აგრძელებს ახალი კონცეფციის ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას A1 გზატკეცილზე, სთავაზობს რა მომხმარებლებს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნებას: საწვავის შევსება, ელექტრომობილების დამტენი სადგურები, მაღაზია, კაფე, ტერასა, გამწვანებული ადგილები, სათამაშო მოედანი, პარკინგის სივრცე. პრაქტიკულად, ავტოგასამართი სადგური აღარ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც საწვავს ივსებთ, არამედ არის დასვენების და რელაქსაციის ადგილიც, სადაც მძღოლებს შეუძლიათ აღიდგინონ ენერგია და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კონცეფციის „hei“ ბრენდის და „hei&coffee“-ის ბრენდის მაღაზიების განვითარება-გაფართოებას, მაგალითად, როგორიცაა სადგურები გიარმატაში და „coffee&gourmet“ ობიექტი, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ მიირთვან ცხელი კერძები მომზადებული ახალი მრავალფეროვანი პროდუქტებით. გზატკეცილზე არსებული 12 ავტოგასამართი სადგურიდან ექვსი სადგური „coffee&gourmet“ კონცეფციით იმუშავებს“ - განაცხადა ბაურჟან ნუგუმანოვმა, „რომპეტროლ დაუნსთრიმ“-ის გენერალურმა დირექტორმა.

პირველი ოთხი ავტოგასამართი სადგური A1 გზატკეცილზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ პეჩიკასა და ორეშტიეს მახლობლად, ჯერ კიდევ მარტში გაიხსნა 14 მილიონი აშშ დოლარიანი ინვესტიციით. კიდევ ორი სადგური, ქალაქ საგუსთან (არადის ოლქი) გაიხსნა და მათი ოფიციალური გახსნის ღონისძიება უახლოეს პერიოდში ჩატარდება დარჩენილი ოთხი ინტეგრირებული ტიპის ცენტრი A1 გზატკეცილზე გაიხსნება რეკაშის (ტიმიშის ოლქი) და კრისტიანის (სიბიუს ოლქი) მახლობლად.

გზატკეცილზე მდებარე თითოეულ ახალ სადგურს დასაქმებული ჰყავს 45-დან 65-მდე თანამშრომელი, ხოლო მათი შიდა ფართობი 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდეა, რაც სამჯერ აღემატება ჩვეულებრივი ავტოგასამართი სადგურის ფართობს. გარედან, მთლიანი ფართობი 35000 კვადრატულ მეტრზე მეტია, 150-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილი პარკირების სივრცით გიარმატას მარცხნივ და დაახლოებით 120 ავტომობლზე გათვლილი პარკირების სივრცით გიარმატას მარჯვნივ. თითოეულ ლოკაციაზე მძღოლებს ემსახურებათ ოთხი სწრაფი დამუხტვის სადგური ელექტრო მანქანებისთვის.

კომპანია ასევე აგრძელებს თანამშრომლობას KFC-თან, რომელმაც ახალი რესტორანი გახსნა გიარმატას მარცხენა სადგურზე. მარტში, KFC-მ გახსნა ორი სხვა ობიექტი რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე ორეშტიესა და პეჩიკას მახლობლად, A1 გზატკეცილზე.

რომპეტროლი ღიაა სხვა პარტნიორული ურთიერთობებისთვისაც, განსაკუთრებით ადგილობრივი მწარმოებლების პოპულარიზაციისთვის იმ რეგიონებიდან, სადაც ავტოგასამართი სადგურები აშენდა.

„ჩვენ მზად ვართ ვიზრუნოთ გარე სივრცეების მოწყობაზეც, ადგილობრივი პარტნიორების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა უსაფრთხო პირობებში“, - განაცხადა ბაუირჟან ნუგუმანოვმა.

აღნიშნული სადგურები მათი აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის „საგზაო ინფრასტრუქტურის ადმინისტრაციის ეროვნულმა კომპანიამ“ გადასცა „რომპეტროლ დაუნსთრიმ“-ს, საჯარო აუქციონის ფარგლებში გაფორმებული მომსახურების გაწევის კონცესიური ხელშეკრულებების საფუძველზე.

რომპეტროლ დაუნსთრიმი

რომპეტროლ დაუნსთრიმი“ არის „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალ“ ჯგუფის საცალო სერვისების ერთეული რუმინეთში.

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომპანია ამუშავებდა საწვავის სარეალიზაციო ქსელს, 1284 პუნქტს, რომელიც შედგებოდა „რომპეტროლის“ საკუთარი სადგურებისგან, Partener Rompetrol-ისგან, "რომპეტროლ ექსპრესის" მობილური სადგურებისგან და შიდა ბაზებისგან (9 და 20 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიების ტერიტორიაზე, ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.).